აგუერომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა – არგენტინელი ფეხბურთიდან წასვლის შესახებ მომავალ კვირას გამოაცხადებს #1TVSPORT

20:56, 20.11.2021

„ბარსელონას“ ფორვარდმა სერხიო აგუერომ ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინა და კარიერის დასრულება გადაწყვიტა, – ამის შესახებ შეიტყო ჟურნალისტმა ჟერარ მორენომ.

ლა ლიგას მე-12 ტურში „ალავესის“ წინააღმდეგ აგუერიმ თავი ცუდად იგრძნო და არგენტინელი სტადიონიდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. ფეხბურთელს ტაქიკარდიის დიაგნოზი დაუსვეს.

აღნიშნავენ, რომ აგუერო კარიერის დასრულების შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.

მსგავსი