აგუერო საავადმყოფოში კიდევ ორი დღე დარჩება #1TVSPORT
აგუერო საავადმყოფოში კიდევ ორი დღე დარჩება #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი სერხიო აგუერო კიდევ მინიმუმ ორი დღე დარჩება საავადმყოფოში გულის გამოსაკვლევად.

33 წლის არგენტინელი „ბარსელონასა“ და „ალავესის“ მატჩის პირველ ტაიმში შეცვალეს მცირე ტაქიკარდიისა და გულის არეში დისკომფორტის გამო.

ამჟამად, აგუერო საავადმყოფოში იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და გულზე კომპლექსურ გამოკვლევას გადის.

დისკომფორტი, რომელიც მან მატჩის მსვლელობისას იგრძნო, იშვიათად ხდება. ფეხბურთელი არ დაბრუნდება მოედანზე, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ თამაშის განახლება მისთვის უსაფრთხო იქნება.

„ბარსელონა“ განცხადებას გააკეთებს, როცა კლუბს ხელთ ექნება გამოკვლევის ყველა შედეგი და კონკრეტული დიაგნოზი.

როგორც გამოცემა Diario Sport წერს, პირველ ტესტებში აღმოჩენილია არითმია და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ჯერჯერობით არ სახელდება აგუეროს მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადები.