აგუერო გუნდთან ერთად ვარჯიშებს დაუბრუნდა
აგუერო გუნდთან ერთად ვარჯიშებს დაუბრუნდა

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო დაუბრუნდა ვარჯიშებს საერთო ჯგუფში. ამის შესახებ მანჩესტერული გუნდის პრესსამსახურმა დაწერა.

არგენტინელმა ტრავმა 22 ივნისს, „ბარნლისთან“ მატჩში მიიღო. მაშინ ფეხბურთელმა მენისკი დაიზიანა, რის შემდეგაც, ბარსელონაში ოპერაცია გადაიტანა.

ასე რომ, აგუეროს შეეძლება შემადგენლობაში დაბრუნება სანაკრებო პაუზის შემდეგ. სავარაუდოდ, ის ითამაშებს პრემიერლიგის მატჩში „არსენალის“ წინააღმდეგ, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი