აფენის ლუდის ქარხანა სპირტის წარმოებისთვის მოსახლეობისგან წელს დაზიანებულ ხილსა და ყურძენს ჩაიბარებს
აფენის ლუდის ქარხანა სპირტის წარმოებისთვის მოსახლეობისგან წელს დაზიანებულ ხილსა და ყურძენს ჩაიბარებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მოქმედი ლუდის ქარხანა ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ბიზნესმენებმა დაათვალიერეს. აფენში მდებარე შპს „კრისტალი“ 23 წელია, ლუდს ჩეხური ტექნოლოგიით აწარმოებს და რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახდენს. საწარმოში ამჟამად 23 ადამიანია დასაქმებული.

საწარმო წელს პირველად ჩაიბარებს მოსახლეობიდან დაზიანებულ ხილსა და ყურძენს და „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ხელშეწყობით ადგილობრივი ნედლეულით სპირტის დამზადებას დაიწყებს.

„ხილსა და ყურძენს, რომლის რეალიზებას ფერმერები ვერ მოახერხებენ, ჩვენ ჩავიბარებთ“, – აცხადებს „კრისტალის“ ხელმძღვანელი მალხაზ ნადირაძე.

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოების გაფართოებისთვის ინვესტიციის მოზიდვა მნიშვნელოვანია და აფენის ლუდის ქარხანაში ტექნიკური გადაიარაღების მიმართულებით ჩეხების მხრიდან დახმარება არ გამორიცხა.