აეკი -„ანორთოსისის“ მატჩისას ინციდენტი მოხდა - ქვილითაიამ ქეცბაიას ანიშნა, რომ ზღვარს გასცდა #1TVSPORT
აეკი -„ანორთოსისის“ მატჩისას ინციდენტი მოხდა - ქვილითაიამ ქეცბაიას ანიშნა, რომ ზღვარს გასცდა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის 31-ე ტურში აეკ-ისა და „ანორთოსისის“ (2:1) მატჩის დროს უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა, რომლის მთავარი გმირები ქართველები იყვნენ. 

კვიპროსული გამოცემების ცნობით, გიორგი ქვილითაიას თემურ ქეცბაიამ მოკლე დროში ორჯერ დაუყვირა, რადგან არაზუსტი გადაცემები გააკეთა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პირველად ხელის აწევით ქართველ მწვრთნელს შეცდომისთვის მოუბოდიშა, მაგრამ მეორედ (28-ე წუთზე) დაყვირებაზე რეაქცია ჰქონდა – სათადარიგოთა სკამისკენ გაიხედა და ქეცბაიას ანიშნა, რომ ის ზღვარს გასცდა.

მატჩის კომენტირებისას, ვეტერანმა ფეხბურთელმა მილენკო სპოლიარიჩმა ფამაგუსტელების მწვრთნელს საქციელი დაუწუნა.

„ნამდვილად დიდი მოთმინება უნდა გქონდეს, როდესაც გყავთ მწვრთნელი, რომელიც ასე ყვირის და ფეხბურთელს თამაშის საშუალებას არ აძლევს. ეს ადვილი არ არის. მე არ ვამბობ, რომ მან არ უნდა იყვიროს. რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელმა თავისი გუნდის თამაში უნდა წარმართოს, მაგრამ ფეხბურთელისთვის ასეთი ქცევა ადვილი ასატანი არ არის. აქ მოთამაშე აშკარად გაჩერდა, რადგან ამის ატანა ვერ შეძლო“, – თქვა სპოლიარიჩმა.