ადრიენ რაბიოს არაპროფესიონალიზმსა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ
ადრიენ რაბიოს არაპროფესიონალიზმსა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ

ადრიენ რაბიო პარი სენ-ჟერმენის მესვეურებს ისევ ნერვებს უშლის. ამჯერად ფრანგი ფეხბურთელი ღამის კლუბში შენიშნეს, სადაც მშვენიერ ხასიათზე იყო და მეგობრებთან ერთად დროს ატარებდა. ცუდი და უჩვეულო ამაში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ეს ამბავი პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის მატჩის (1-3) დასრულებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

ამ საქციელის გამო რაბიო პარიზული გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ანტერო ენრიკემ გააკრიტიკა.

„მე ვთვლი, რომ მისი ეს დამოკიდებულება კლუბის, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების მიმართ არაპროფესიონალურია. მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ 30 ივნისამდე ამ გუნდის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ რაბიო უკვე დიდი ხანია, რაც პარიზიდან სხვა გუნდში გადასვლას ცდილობს, თუმცა კლუბთან კონტრაქტი ივნისის ბოლომდე აკავშირებს.

კლუბის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების გამო, ფრანგ ფეხბურთელს ხელმძღვანელობამ რამდენიმე სერიოზული სანქცია გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად 3-1 დაამარცხა პარი სენ-ჟერმენი და მეოთხედფინალში გავიდა. ეს პირველი შემთხვევაა ყველაზე პოპულარული ევროპული საერთაშორისო ტურნირის ისტორიაში, როდესაც გუნდმა შინ 0-2 წაგების შემდეგ სტუმრად დეფიციტის აღმოფხვრა შეძლო.