„ადიდასმა“ ბითაძეს კონტრაქტი გაუფორმა
Adidas basketball athlete Goga Bitadze poses for a portrait on June 19, 2019 in New York, New York. Photo by Danny Moloshok/Moloshok Photography, Inc. ----- Moloshok Photography, Inc. [email protected]
გოგა ბითაძე 20 ივნისს ოფიციალურად გახდა პლანეტის ყველაზე ძლიერი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
19 წლის ქართველი ცენტრი დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ აიყვანა. სასიხარულოა, რომ გოგას უკვე გაუფორმდა პირველი სპონსორული კონტრაქტი.
სპორტული ეკიპირების ცნობილმა გერმანულმა ბრენდმა „ადიდასმა“ ბითაძესთან ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ 60-კაციანი დრაფტის შემადგენლობიდან მხოლოდ სამი კალათბურთელი აარჩია – გოგა ბითაძე, მეექვსე ნომრად არჩეული ჯარედ კალვერი და მე-15 ნომრად არჩეული ფრანგი სეკუ დუმბია.