ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელა

01:14, 06.07.2020

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელა. „თაიმს ოფ ისრაელის“ ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ სადაზვერვო პუნქტები დაბომბა.

როგორც გამოცემა წერს, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიმართულებით განხორციელებული დარტყმები მიწისქვეშა სარაკეტო გამშვებ დანადგარებს უკავშირდება.

ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებით, მათი სამიზნეები „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურები იყო.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, 5 ივლისს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. ორი რაკეტა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაუშვეს, ხოლო ერთი საათის შემდეგ ჰაერში მესამე რაკეტაც დააფიქსირეს.

მსგავსი