ადამ სილვერი - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-2021 წლების სეზონი, დიდი ალბათობით, იანვარში დაიწყება
ადამ სილვერი - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-2021 წლების სეზონი, დიდი ალბათობით, იანვარში დაიწყება

ორლანდოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეიოფების სერია მიმდინარეობს. სუპერფინალის საგზურისთვის ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“, „დენვერ ნაგეთსი“, „ბოსტონი სელტიკსი“ და „მაიამი ჰითი” იბრძვიან. ლიგის ხელმძღვანელობა კი აქტიურად განიხილავს ახალი, 2020-2021 წლების რეგულარული სეზონის დაწყების თარიღს.

ადამ სილვერმა გუშინ „სიენენთან“ (CNN) მიცემულ ვრცელ ინტერვიუში სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა. NBA-ს კომისრის განცხადებით, ხელმძღვანელობა ახალი სეზონის დაწყებას იანვარში განიხილავს. დრაფტი კი დღეის მდგომარეობით 18 ნოემბერს შედგება. გამოდის, რომ თავისუფალი აგენტობის პერიოდი საკმაოდ ცოტა ხანს გასტანს.

ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება, დართავენ თუ არა მატჩებზე დასწრების ნებას გულშემატკივრებს. სილვერის თქმით, ეს და სხვა დეტალები ახლა აქტიური განხილვის სტადიაშია.