ადამ კინზინგერი - ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციისადმი, მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმებას მიაღწიონ და ბრძოლა საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ
ადამ კინზინგერი - ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციისადმი, მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმებას მიაღწიონ და ბრძოლა საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ

ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციისადმი, მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმებას მიაღწიონ და ბრძოლა საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა „ამ​ერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი, ერთი კვირით ადრე, ვიდრე საარჩევნო სისტემის რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა, მე ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა, ყველა მხარე ცდილობს გამოსავალზე მოლაპარაკებას. ეს ასე უნდა იყოს დემოკრატიაში. ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარეზე გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ, მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს“, – განაცხადა კინზინგერმა.

მისივე თქმით, არჩევნები თუ არ იქნება ლეგიტიმური და დემოკრატია მარცხს განიცდის, ეს არავის სარგებელს არ მოუტანს, რუსეთს გარდა.