აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი - ყველა ბრძოლის შედეგი და დეტალი #1TVSPORT
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი - ყველა ბრძოლის შედეგი და დეტალი #1TVSPORT

ლას ვეგასში გუშინ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (UFC Vegas 22) ჩატარდა. ღონისძიება ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ამ ქარდზე იბრძოდა რომან დოლიძე. სამწუხაროდ ქართველმა მებრძოლმა MMA-ის პროფესიონალურ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა. რომანმა საშუალო წონით დივიზიონში სადებიუტო ბრძოლა ტრევინ ჯაელსთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დამარცხდა. რომანმა პირველი რაუნდი მეტოქეზე უკეთ გამართა. დოლიძემ უფრო მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელა და რაუნდის ბოლოს გდებაც წარმატებით შეასრულა.

მეორე რაუნდის დასაწყისში რომანმა რამდენიმე მძიმე დარტყმა გაუშვა, თუმცა ასევე ჰქონდა რამდენიმე მტკივნეული ილეთის გაკეთების მცდელობაც.

საბოლოოდ ბრიუს ბაფერმა ჯაელსის გამარჯვება მსაჯების საერთო გადაწყვეტილებით გამოაცხადა (29-28, 29-28 და 29-28)

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს დოლიძესთვის კარიერაში პირველი მარცხი იყო.

 

UFC Vegas 22-ზე მთავარი ბრძოლა დერეკ ბრანსონსა და კევინ ჰოლანდს შორის გაიმართა, რომელიც ვეტერანი ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა (49-45, 49-46 და 49-46). ბრანსონმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და სატიტულე ბრძოლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

მაქს გრიფინმა სონგ კენანი ნოკაუტში გაუშვა.

მონსცერატ კონეხომ ჩეიან ბუისი მსაჯთა საერთო გადწყვეტილებით დაამარცხა (29-28, 29-28 და 29-27)

ადრიამ იანეზმა გუსტავო ლოპეზს ნოკაუტით სძლია.

ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა ტაი ტუივასამ ჰარი ჰანსაკერთან ბრძოლაში.

მეისი კიასონმა მარიონ რენო მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოუგო (29-28, 29-28 და 29-28)

გრენტ დოუსონმა ლეონარდო სანტოსი ნოკაუტში გაუშვა.

მონტელ ჯექსონმა ჯესი სტრეიდერი ტექნიუკური ნოკაუტით დაამარცხა

ბრუნო სილვამ ასევე ტექნიკური ნოკაუტით მოიგო ჯეი პი ბაისთან ბრძოლაში.

საუკეთესო პერფორმანსისთვის ბონუსები ($50 000) მაქს გრიფინმა, ადრიან იანეზმა, გრენტ დოუსონმა და ბრუნო სილვამ მიიღეს.