ხამზატ ჩიმაევი კორონავირუსისგან გამოწვეული სირთულეების გამო კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა
ხამზატ ჩიმაევი კორონავირუსისგან გამოწვეული სირთულეების გამო კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში გუშინ ხამზატ ჩიმაევის შოკისმომგვრელი პოსტი იხილა.

„მე მსურს ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ამ სპორტში გვერდში მედგა და ჩემთან ერთად გაიარა ეს გზა. ვთვლი, რომ გაგრძელებას ვეღარ შევძლებ. დიახ, ვიცი, რომ ქამარი ვერ მოვიპოვე, თუმცა ეს არ არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება. შესაძლოა ამ ამბავმა ბევრს გული დაგწყვიტოთ, თუმცა ჩემი სხეული და გული ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მომიწოდებენ. დიდი მადლობა ჩემს გუნდს და UFC-ის“, – ნათქვამია ხამზატის ინსტარგამის პოსტში.

დღეს UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა ხამზატის პოსტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი ამ დროისთვის ლას ვეგასში მკურნალობს.

„როდესაც ის (ხამზატი) ვეგასში ჩამოვიდა, ექიმებმა მას ძალიან ძლიერი წამალი დაუნიშნეს. გეგმის მიხედვით ის ახლა უნდა იწვეს და რეაბილიტაციას გადიოდეს. საქმე იმაშია, რომ ამ მძიმე მედიკამენტის მიღების შემდეგ ხამზატი დარბაზში წავიდა და ივარჯიშა. ამის შემდეგ ის ძალიან ცუდად გახდა. ეს ყველაფერი ხამზატმა ძალიან ემოციურად მიიღო და ის პოსტიც კარიერის დასრულების შესახებ, სწორედ ემოციურ ფონზე იყო დაწერილი. ის კარიერას არ დაასრულებს და დიდი ალბათობით, ივნისში დაბრუნდება“, – განაცხადა ვაიტმა.

დატოვე კომენტარი