60 წლის პარალიმპიელი ნავით წყნარი ოკეანის გადაცურვისას დაიღუპა
60 წლის პარალიმპიელი ნავით წყნარი ოკეანის გადაცურვისას დაიღუპა

პარალიმპურ ნიჩბოსნობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ანჟელა მედსენი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზეთ „გარდიანის“ ინფორმაციით, სპორტსმენი მარტო ცდილობდა ნავით წყნარი ოკეანის გადაცურვას. მას ორი რეკორდის დამყარება ჰქონდა განზრახული: მედსენს სურდა გამხდარიყო პირველი ქალი პარალიჩით, ვინც ამას შეძლებდა, აგრეთვე ყველაზე ასაკოვანი ქალი, რომელიც ოკეანეს გადაცურავდა. ჩანაფიქრის განხორციელება არ მოხერხდა. პარალიმპიელი სანაპირო დაცვამ გარდაცვლილი იპოვნა. სხეული ნავზე იყო მიბმული.

ანჟელა მედსენი კალიფორნიიდან ჰავაისკენ მიცურავდა.

ამერიკელი პარალიმპიურ მძლეოსნობაშიც გამოდიოდა და 2012 წლის პარალიმპიადაზე ბირთვის კვირაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.