51-ე სკოლის დირექტორი დაკითხვაზე იმყოფება
51-ე სკოლის დირექტორი დაკითხვაზე იმყოფება

შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე მივიდა.

მოწმე სამმართველოში დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა.

თურქაძის განცხადებით, ის გამომძიებლებმა დაიბარეს და მზადაა მათ კითხვებს უპასუხოს.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ორივე არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

თბილისის პროკურატურამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ. და გ.ჯ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.​

სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მეორე არასრულწლოვანი კი მიმალვაში იმყოფებოდა და სამართალდამცველებს დღეს ჩაბარდა.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა.

დატოვე კომენტარი