44 წლის ფაბიომ ოფიციალური მატჩების რაოდენობით პიტერ შილტონის რეკორდი მოხსნა #1TVSPORT
ბრაზილიელმა მეკარემ, ფაბიო ლოპესმა კარიერაში ოფიციალური მატჩების რაოდენობით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
„ფლუმინენსემ“ კოპა სუდამერიკანას მერვედფინალში 2:0 დაამარცხა „ამერიკა დე კალი“. ბრაზილური კლუბის მეკარისთვის, ფაბიოსთვის ეს იყო 1391-ე მატჩი კარიერაში. 44 წლის ფეხბურთელმა დაამხო ლეგენდარული ინგლისელის, პიტერ შილტონის რეკორდი, რომელიც 1390 მატჩს უდრიდა.
გამოცემა Globo Esporte-ს დათვლით, ფაბიომ 976 მატჩი ჩაატარა „კრუზეიროში“, 235 – „ფლუმინენსეში“, 150 – „ვასკო და გამაში“ და 30 – „უნიან ბანდეირანტეში“.
ოფიციალური მატჩების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს „ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო – 1283 მატჩი.