40 წლის კრიშტიანი რონალდოს ორგანიზმის ბიოლოგიური ასაკი ნამდვილზე 12 წლით მცირეა #1TVSPORT

07:24, 23.05.2025

„ალ-ნასრის“ 40 წლის ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს ორგანიზმი სპეციალური მოწყობილობის დახმარებით გამოიკვლიეს. შეფასდა პორტუგალიელის ფეხბურთელის ჩვევები, ვარჯიშები, ასევე მისი ფიზიოლოგია.

ამ მოწყობილობამ აჩვენა, რომ კრიშტიანო რონალდოს ორგანიზმის ბიოლოგიური ასაკი 28 წელსა და ცხრა თვეს უდრის.

ამ სეზონში რონალდომ ყველა ტურნირზე 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 33 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი