39 წლის ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ გუნდში მიწვეულია მადრიდის „რეალის“ 39 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი.
მეკარეები – დომინიკ ლივაკოვიჩი (ფენერბახჩე, თურქეთი), ივიცა ივუშიჩი (პაფოსი, კვიპროსი), დომინიკ კოტარსკი (პაოკ, საბერძნეთი);
მცველები – იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), იოსიპ ურანოვიჩი (უნიონი, გერმანია), დუე ჩალეტა-ცარი (ლიონი, საფრანგეთი), ბორნა სოსა (ტორინო, იტალია), იოსიპ შუტალო (აიაქსი, ნიდერლანდები), იოსიპ სტანიშიჩი (ბაიერნი, გერმანია), მარინ პონგრაჩიჩი (ფიორენტინა, იტალია);
ნახევარმცველები – ლუკა მოდრიჩი (რეალი, ესპანეთი), მატეო კოვიჩიჩი (მანჩესტერ სიტი, ინდლისი), მარიო პაშალიჩი (ატალანტა, იტალია), ნიკოლა ვლაშიჩი (ტორინო, იტალია), ლუკა სუჩიჩი (სოსიედადი, ესპანეთი), მარტინ ბატურინა (დინამო ზ), კრისტიან იაკიჩი (აუგსბურგი, გერმანია), პეტარ სუჩიჩი (დინამო ზ), ნიკოლა მორო (ბოლონია, იტალია), ტონი ფრუკი (რიეკა);
ფორვარდები – ივან პერიშიჩი (ეინდჰოვენი, ნიდერლანდები), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ანტე ბუდიმირი (ოსასუნა, ესპანეთი), ფრანიო ივანოვიჩი (უნიონი, ბელგია).
ხორვატიის ნაკრებს 20 და 23 მარტს ერთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები ელოდება საფრანგეთის წინააღმდეგ.