3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერს, 16:30 საათზე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოება იხილავს პროექტის „მე შემიძლია“ გამოფენას სახელწოდებით „ჩემი საყვარელი პარასპორტი, ტოკიო 2020 პარალიმპურ თამაშებზე,”
რომლის მიზანი მოზარდებში პარასპორტის პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საუკეთესო ნამუშევრის ავტორის დაჯილდოვების ცერემონიალი.

17:00 საათზე ჩატარდება მჯდომარე ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონიალი და ახალი სპორტის სახეობის Paratecvoly პრეზენტაცია. საქართველოს პარალიმპურ კომიტეტს, უნგრეთის მჯდომარე ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენელი საჩუქრად გადასცემს Paratecvoly-ის მაგიდას.

დასასრულს შედგება საჩვენებელი მატჩი საქართველოსა და უნგრეთის მჯდომარე ფრენბუთის გუნდებს შორის.