21-წლამდელთა ნაკრებში ორი ცვლილებაა
21-წლამდელთა ნაკრებში ორი ცვლილებაა

გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრები ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე” შეკრიბა და სლოვენიასთან და ისრაელთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელი იძულებული გახდა, გუნდში ორი შეცვლა გაეკეთებინა – ჯანმრთელობის პრობლემების გამო გუნდს საბურთალოელი გიორგი კოხრეიძე და სიონელი გივი ხეცურიანი გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა “დილას” თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი და “თელავის” მცველი ილია ბერიაშვილი მიიწვია.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი);

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ილია ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).

სლოვენიასთან (22.03) და ისრაელთან (26.03) ამხანაგური მატჩები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. 21 მარტს კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გია ცეცაძე სლოვენიასთან მატჩისწინა ბოლო ვარჯიშის დაწყებამდე, 18:30 საათზე, “ბასაზე” პრესკონფერენციას გამართავს.