21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს საქართველოს პირველი არხი აჩვენებს #1TVSPORT
21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს საქართველოს პირველი არხი აჩვენებს #1TVSPORT

6 ივნისს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება – ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

საქართველოს პირველმა არხმა გულშემატკივრების ინტერესი გაითვალიწინა და ამ მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაციის განხორციელება გადაწყვიტა. მატჩი 6 ივნისს 23:00 საათზე დაიწყება, ანუ ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის ტრანსლაციის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრას ქართველი მსაჯები განსჯიან – უეფა-ს გადაწყვეტილებით, გერმანია-პორტუგალიის მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილია.

ქართველმა მსაჯებმა ევრო 2021-ზე ფინალურ მატჩამდე სამ შეხვედრაზე იმუშავეს. გიორგი ყრუაშვილის სამსაჯო ბრიგადა ჯგუფურ ეტაპზე, ესპანეთი – ჩეხეთისა და ინგლისი – შვეიცარიის მატჩებს მოემსახურა, მეოთხედფინალში კი, ესპანეთისა და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება განსაჯა.