2023-24 წლების სეზონი პრემიერლიგაში 12 აგვისტოს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება #1TVSPORT
2023-24 წლების სეზონი პრემიერლიგაში 12 აგვისტოს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგაში 2023-24 წლების სეზონი 12 აგვისტის დაიწყება.

როგორც Sky Sports-ი წერს, ახალი ჩემპიონატი წლევანდელზე ერთი კვირით გვიან აიღებს სტარტს, რადგან კალენდარი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ.

ინგლისის ჩემპიონატის დასასრული 2024 წლის 19 მაისს არის დაგეგმილი.

პრემიერლიგის კალენდარში გათვალისწინებულია ზამთრის შესვენება – 13-დან 20 იანვრამდე. გარდა ამისა, ზამთრის დღესასწაულების პერიოდში, მომდევნო ტურის დასაწყისსა და წინა ტურის დასასრულს შორის, მინიმუმ, 48 საათი იქნება დროის სხვაობა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 14 ივნისს გაიხსნება და 1 სექტემბერს დაიხურება. ზამთრის სატრანსფერო ბაზარი ღია იქნება 2024 წლის 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე.