2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დღეს დაიწყება
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დღეს დაიწყება

საქართველოს პარლამენტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვას კომიტეტებში დღეიდან იწყებს. 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება. ამასთან, იზრდება ცალკეული სამინისტროების ხარჯების მაჩვენებლები.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიუჯეტის კორექტირებას მხარს არ დაუჭერს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ის ცვლილებები რომელიც არის წარმოდგენილი, ლარის გაუფასურების რისკს კიდევ გაზრდის.

განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. უმრავლესობა აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები ქვეყანას არ დააზარალებს.

„2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შემოიტანა მთავრობამ, განხილვა იწყება. ეს ნიშნავს, რომ თითქმის 223 მილიონით იზრდება ხარჯების ნაწილი, ასიგნებები აღწევს 13 მილიონს. მსგავსი ციფრი ბოლო პერიოდის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არ გვქონია. ხარჯები ეზრდება რამდენიმე სამინისტროს, ეს არის განათლების სამინისტრო, რომელსაც 130 მილიონით ეზრდება ხარჯები, ასევე ეზრდება ხარჯები იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, საპენსიო ფონდს, მცირდება ხარჯვითი ნაწილი ეკონომიკის სამინისტროსთვის. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ყველა დეპუტატს ექნება შესაძლებლობა, განხილვაში ჩაერთოს“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.