2019 წლის ბოლო შეჯიბრზე ლაშა ტალახაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
2019 წლის ბოლო შეჯიბრზე ლაშა ტალახაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

26 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე მან ორჭიდის ჯამში 455 კგ. დააფიქსირა.

ატაცში ტალახაძემ ჯერ 200, შემდეგ 210 კგ დაძლია და მესამე მისვლა აღარ გამოიყენა.

აკვრაში ლაშამ ჯერ 230, შემდეგ 245 კგ. დაძლია.

კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირის მეორე ადგილოსანი სომხეთის წარმომადგენელი სიმონ მარტიროსიანია, რომელიც ამჯერად ზედა წონაში გამოვიდა. 109 კგ. წონით კატეგორიაში ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ორგზის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია.

ბრინჯაოს მედალოსანი კი ამჯერად საქართველოს ნაკრების წევრი გოგა ჩხეიძე გახდა.

კახი კახიაშვილის თასის გათამაშება წელს უკვე 23-ედ გაიმართა და ამჯერად ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების წევრების გარდა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც გამოვიდნენ.

ქართველმა ძალოსნებმა 2019 წელს 70 სხვადასხვა სინჯის მათ შორის 31 ოქროს მედალი მოიპოვეს და ასევე მსოფლიოსა და ევროპის 30-მდე რეკორდი სწორედ საქართველოს ნაკრების წევრებმა დააფიქსირეს.