2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ავსტრალიის ნაკრების მედროშე ოკეანეში დაიღუპა
2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ავსტრალიის ნაკრების მედროშე ოკეანეში დაიღუპა

სნოუბორდკროსში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2011, 2013) ალექს პულინი ავსტრალიის საკურორტო ქალაქ გოლდ-კოუსტში წყალქვეშა ნადირობისას დაიღუპა.

ოთხშაბათს დილით, 32 წლის ავსტრალიელი სხვა დაივერებთან ერთად ოკეანის ფსკერზე უგონო მდგომარეობაში ჟანგბადის ნიღბების გარეშე აღმოაჩინეს. ექიმები პულინის გადარჩენას 45 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, სანამ მისი სიკვდილი არ დაადასტურეს.

ავსტრალიელი სნოუბორდისტის სხეულზე ტრავმების კვალი არ აღმოუჩენიათ. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, პულინი გამოცდილი წყალქვეშა მონადირე იყო და მისი დაღუპვა შეიძლებოდა გამოეწვია ჯანმრთელობასთან დამოკიდებულ უეცარ პრობლემას.

პულინი სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე ავსტრალიის ნაკრების მედროშე იყო.