2012-13 წლების „ბაიერნი“ XXI საუკუნის საუკეთესო გუნდია, წლევანდელი პსჟ 25-ე ადგილზეა (ESPN) #1TVSPORT
ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა წარმოადგინა XXI საუკუნეში საუკეთესო ევროპული გუნდების რეიტინგი.
თავდაპირველად კლასიფიკაციის შემდგენლებმა სათვალავში აიღეს ევროპის წამყვან ლიგებში კლუბების გამოსვლა, კერძოდ, მატჩებში ქულების საშუალო რაოდენობა და ბურთების შეფარდება. ამის შემდეგ მოხდა რეიტინგის კორექტირება ჩემპიონატის სირთულის გათვალისწინებით.
ამის შემდეგ გუნდებს დაერიცხათ ბონუსქულები ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, ფინალში, ნახევარფინალში, მეოთხედფინალსა და მერვედფინალში გასვლაზე. საბოლოოდ, რეიტინგში ძირითადი გავლენა (70%) აქვს შედეგებს შიდა ტურნირებზე, ჩემპიონთა ლიგის გავლენა 30 პროცენტია.
საბოლოო სია ასე გამოიყურება:
-
- პსჟ – 2024/25
- რეალი – 2023/24
- ბარსელონა – 2016/17
- რეალი – 2013/14
- მანჩესტერ სიტი – 2022/23
- ბაიერნი – 2015/16
- ბარსელონა – 2008/09
- ლივერპული – 2021/22
- მანჩესტერ სიტი – 2021/22
- რეალი – 2016/17
- მანჩესტერ სიტი – 2018/19
- ბარსელონა – 2015/16
- ბარსელონა – 2009/10
- ბაიერნი – 2019/20
- რეალი – 2014/15
- მანჩესტერ სიტი – 2017/18
- ბარსელონა – 2011/12
- ბარსელონა – 2012/13
- ბაიერნი – 2013/14
- რეალი – 2015/16
- ლივერპული – 2018/19
- ბარსელონა – 2010/11
- რეალი – 2011/12
- ბარსელონა – 2014/15
- ბაიერნი – 2012/13