20-პროცენტიანი კლების მიუხედავად, საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს
20-პროცენტიანი კლების მიუხედავად, საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის სექტემბრის დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.

მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზირების რაოდენობა, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, 20.6 პროცენტითაა შემცირებული. ამის მიუხედავად, სტატისტიკაში სწორედ რუსეთი ლიდერობს.

კერძოდ, რუსეთიდან სექტემბერში 147 425 ვიზიტი განხორციელდა, აზერბაიჯანიდან 145 482 (+4.8 პროცენტი), სომხეთიდან 128 670 (+8.1 პროცენტი), თურქეთიდან კი 89 294 (+8.3 პროცენტი).

ამასთან, რუსეთი ლიდერობს იანვარ-სექტემბრის მონაცემებითაც. მიმდინარე წლის 9 თვეში რუსეთიდან 1 205 974 ვიზიტი შედგა (+8.7 პროცენტი), აზერბაიჯანიდან 1 169 831 ვიზიტი (+6.8 პროცენტი), სომხეთიდან 993 144 (+3.9 პროცენტი), თურქეთიდან კი 907 350 (+1.7 პროცენტი).

დატოვე კომენტარი