19-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს - მაისურაძემ პორტუგალიაში გაზრდილი ქართველი გამოიძახა #1TVSPORT
19-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს - მაისურაძემ პორტუგალიაში გაზრდილი ქართველი გამოიძახა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა შეკრება დაიწყო და 16 და 18 ივნისს აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 16 ივნისს აზერბაიჯანის, ხოლო 18 ივნისს ბელარუსის წინააღმდეგ.

ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორისაა 18 წლის თავდამსხმელი გიორგი ქარსელაძე, რომელსაც გიორგი მიქაუტაძის მსაგვსი ისტორია აქვს – უცხოეთშია (პორტუგალიაში) გაზრდილი და მიმდინარე სეზონში პრიმეირალიგის „რიუ ავეში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

ამ ფორმაციის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ესპანეთს, კვიპროსსა და მოლდოვას დაუპირისპირდება, ჯგუფურ ეტაპს (15-21 ნოემბერი) კი საქართველო უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები:

მეკარეები: სოსო კოპალიანი („ლოკომოტივი“), რეზი კურტანიძე („საბურთალო“).

მცველები: გიორგი მეფარიშვილი, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ცეცხლაძე, გელა სადღობელაშვილი (ყველა – „დინამო თბილისი“), სანდრო ნარიმანიძე, გიორგი ნიკოლაიშვილი, გიორგი ტაბატაძე (ყველა – „საბურთალო“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი“ ფოთი), ამირან ტყეშელაშვილი („ტორპედო“), დავით ფაღავა („დინამო“ ბათუმი).

ნახევარმცველები: საბა გეგუჩაძე, ნიკა კანტიძე, ნიკა ყველაშვილი (ყველა – „საბურთალო“), ლექსო ფეიქრიშვილი, ავთანდილ მაშავა, ცოტნე ბერელიძე (ყველა – „დინამო თბილისი“), ნიკოლოზ ნინიძე („ლოკომოტივი“).

თავდამსხმელები: გივი ხაჩიძე, სანდრო ავალიანი (ორივე – „საბურთალო“), ალეკო ბასილაძე („ტორპედო“), ლუკა შეროზია („დინამო თბილისი“), გიორგი ქარსელაძე („რიუ ავე“, პორტუგალია).

16 ივნისი | 18:00 – აზერბაიჯანი-საქართველო

18 ივნისი | 18:00 – ბელარუსი-საქართველო