19-წლამდელთა ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდში ინგლისს, დანიასა და მონტენეგროს დაუპირისპირდება #1TVSPORT
19-წლამდელთა ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდში ინგლისს, დანიასა და მონტენეგროს დაუპირისპირდება #1TVSPORT

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2023 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა, სადაც, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები გამოვლინდა.

ქართველებს საკვალიფიკაციო რაუნდში ინგლისი, დანია და მონტენეგრო დაუპირისპირდებიან. მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 21, 24 და 27 სექტემბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს დანია უმასპინძლებს. მატჩების ზუსტი განრიგი, მოგვიანებით დადგინდება.

ასევე გაირკვა საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ევრო 2022-ის ელიტ რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე – ვასილ მაისურაძის გუნდი ხორვატიას, რუმინეთს და ისლანდიას დაუპირისპირდება. მატჩები 2022 წლის გაზაფხულზე – 23, 26 და 29 მარტს გაიმართება. ელიტ რაუნდის მასპინძელი ქვეყანა და მატჩების განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელებმა, 6-12 ოქტომბერს, ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, პირველ ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, სლოვაკეთში 18 ივნისიდან, 1 ივლისამდე გაიმართება.