17-წლამდელების საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს #1TVSPORT
17-წლამდელების საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს #1TVSPORT

2023 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

წილისყრა დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს, საკვალიფიკაციო რაუნდში – ინგლისი, ისრაელი და ლიეტუვა დაუპირისპირდებიან.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს. მატჩების ზუსტი განრიგი, მოგვიანებით დადგინდება.