14 წლის ვუნდერკინდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ გუნდში მიიწვიეს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა 14 წლის ვუნდერკინდს, ჯეი-ჯეი გაბრიელს აცნობა, რომ ამ სეზონში მას პირველ გუნდთან ვარჯიშის საშუალება ექნება. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იუწყება.
ინგლისელმა სწრაფად წარმოაჩინა თავი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიაში. ამორიმი პირადად ინტერესდება გაბრიელის განვითარებით მას შემდეგ, რაც აშშ-ში წინასასეზონო ტურის დროს უჩვენეს მისი მომენტების ვიდეო. მას შემდეგ მწვრთნელს მუდმივად ყურადღების ცენტრში ჰყავს ვუნდერკინდი და მას კარინგტონში შეხვდა.
შთამბეჭდავი პროგრესის მიუხედავად, 14 წლის ფეხბურთელს ასაკის გამო ჯერ არ აქვს უფლება, ითამაშოს ინგლისის ახალგაზრდულ თასზე. თუმცა ამორიმი აპირებს გაბრიელის ინტეგრირებას პირველი გუნდის სისტემაში, რითიც აქცენტს გააკეთებს ადგილობრივი ტალანტების განვითარებაზე ძვირად ღირებული ტრანსფერების პარალელურად. თუ გაბრიელს მომავალი წლის აპრილამდე დებიუტი ექნება პრემიერლიგაში, ის გახდება ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ლიგის ისტორიაში.