როსტომ ჩხეიძე
როსტომ ჩხეიძე
როსტომ ჩხეიძე – მწერალი და მეცნიერი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემური ენების განხრით. ძველი კულტურების, ბიბლიისა და არაბული ლიტერატურის მკვლევარი. არაერთი მონოგრაფიის, ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიისა და ესეის, აგრეთვე პიესებისა და მხატვრულ-დოკუმენტური წიგნების ავტორი, მათ შორის 29 ბიოგრაფიული რომანისა, რომელიც მოიცავს XIX-XX საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებას, დაწყებულს ალექსანდრე ბატონიშვილით და გაგრძელებულს ალექსანდრე ორბელიანით, სოლომონ დოდაშვილით, ელიზბარ ერისთავით, ილია ჭავჭავაძით...

როსტომ ჩხეიძე – მწერალი და მეცნიერი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემური ენების განხრით. ძველი კულტურების, ბიბლიისა და არაბული ლიტერატურის მკვლევარი. არაერთი მონოგრაფიის, ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიისა და ესეის, აგრეთვე პიესებისა და მხატვრულ-დოკუმენტური წიგნების ავტორი, მათ შორის 29 ბიოგრაფიული რომანისა, რომელიც მოიცავს XIX-XX საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებას, დაწყებულს ალექსანდრე ბატონიშვილით და გაგრძელებულს ალექსანდრე ორბელიანით, სოლომონ დოდაშვილით, ელიზბარ ერისთავით, ილია ჭავჭავაძით, აკაკი წერეთლით, იაკობ გოგებაშვილით, ალექსანდრე ყაზბეგით… თარგმნილი აქვს – პაატა ჩხეიძესთან ერთად – უამრავი ინგლისური და ამერიკული ლიტერატურული და პოლიტიკური ესეი, უილიამ ფოლკნერისა და ჯოზეფ კონრადის რომანები, კურტ ვონეგუტის პიესა, ლორდ ბაირონის “დონ ჟუანი”, საგმირო ეპოსები “ბეოვულფი” და “სერ გევეინი და მწვანე რაინდი” სხვადასხვა დროს უძღვებოდა ლიტერატურულ გადაცემებს ტელევიზიებში: პირველი არხი, საპატრიარქოს არხი და ტელეკომპანია “იბერია”.

მეტი მაჩვენე ნაკლები