მარიო ვარგას ლიოსა
მარიო ვარგას ლიოსა
მარიო ვარგას ლიოსა (1936) –  პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი და 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი. ლიოსა ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორია.  იგი დიდი სამხრეთამერიკელი მთხრობელების რიგშია. რომანებით – „მწვანე სახლი“ (1966), „ომი სამყაროს დასასრულს“ (1981) მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ბევრისგან გაგვიგია ეს შეკითხვა – მარიო ვარგას ლიოსა ამ პრემიას მაინც აიღებდა, 1990 წელს რომ გაემარჯვაო? მაშინ იგი პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალურ-კონსერვატორული ალიანსის მთავარი კანდიდატი იყო და ალბერტო ფუჯიმორისთან მხოლოდ საფინიშო მონაკვეთზე დამარცხდა...

მარიო ვარგას ლიოსა (1936) –  პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი და 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი. ლიოსა ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორია.  იგი დიდი სამხრეთამერიკელი მთხრობელების რიგშია. რომანებით – „მწვანე სახლი“ (1966), „ომი სამყაროს დასასრულს“ (1981) მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

ბევრისგან გაგვიგია ეს შეკითხვა – მარიო ვარგას ლიოსა ამ პრემიას მაინც აიღებდა, 1990 წელს რომ გაემარჯვაო? მაშინ იგი პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალურ-კონსერვატორული ალიანსის მთავარი კანდიდატი იყო და ალბერტო ფუჯიმორისთან მხოლოდ საფინიშო მონაკვეთზე დამარცხდა. პოლიტიკური წარუმატებლობის შემდეგ მარიო ვარგას ლიოსა კვლავ შემოქმედებას მიუბრუნდა.

მარიო ვარგას ლიოსა აქტიურად ითარგმნება ქართულად. ბოლო წლებში გამოიცა მისი რომანები: „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „ხუთი კუთხე“, „დეიდა ხულია“ და „სცენარისტი“.

მეტი მაჩვენე ნაკლები