გიორგი ზედვაკელი
გიორგი ზედვაკელი

დავიბადე 1985 წლის 20 ივლისს.

ჩემი მამულის  სახლი ტყიბულის  რაონში,სოფელ მუხურაშია. წარმოსახვაში 240  კილომეტრიან მავთულზე  გაბმული ძაღლი ვარ ,მუდმივ მოძრაობაში,მუდმივ სირბილში

და  გზა  ,,ა ,, პუნქტიდან  ,,ბ,, პუნქტამდე  ნიშნავს  ცხოვრებას  ტყიბულს და მუხურას  შორის. ლექსებს  ვწერ  ბავშვობიდან,მაგრამ  ბედის ირონიით  ვარ ეკონომისტი.

მყავს ოჯახი: მეუღლე და  ორი შვილი.  ეს არის  ჩემი  ყველაზე დიდი წინადადება,რომელიც

ოდესმე  მითქვამს,

დანარჩენი  ყველაფერი აბდაუბდა ,გადამცეცე სიტყვებია .

ვცხოვრობ თბილისში ,ქარიან დიღომში  და ვწერ  უფრო  იშვიათად ,რაც წლები მემატება .