ელჩინი
ელჩინი

ელჩინი (დაიბადა 1943 წ.) – აზერბაიჯანელი მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი. აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ავტორია ოცზე მეტი წიგნისა. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც. მისი სცენარების  მიხედვით გადაღებულია ათზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი. იგი გახლავთ აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიისა და რამოდენიმე საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოვებულია დამოუკიდებელი აზერბაიჯანის „ღირსებისა“ და „დიდების“ ორდენებით.