ზურაბ ვადაჭკორიას გახსენება
ზურაბ ვადაჭკორიას გახსენება

ზურაბ ვადაჭკორია 1961 წლის 24 თებერვალს თბილისში დაიბადა. იგი საქართველოში ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელია. 1997 წელს ზურაბმა სახელმწიფო ტელევიზიაში დასაბამი დაუდო ნახევარსაათიან პროგრამას „ფოკუს-მოკუსი ყველასათვის”. ზურაბ ვადაჭკორიას ქართულ ენაზე დაბეჭდილი აქვს 4 წიგნი. 2007 წელს ზურაბმა პირველად შეასრულა საავტორო ტრიუკი — „გაქცევა ელექტრული კაფსულიდან”. იმ წელსვე გამოუშვეს საფოსტო მარკა „ქართული ილუზიონისტური ხელოვნება”  ზურაბ ვადაჭკორიას სილუეტით. ზურაბ ვადაჭკორია ლექციებს კითხულობდა თეატრალურ და საესტრადო-საცირკო ინსტიტუტში.2000 წელს ზურაბ ვადაჭკორია პრეზიდენტის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

სტუმრები: ზურაბ ვადაჭკორიას შვილი მიმი ვადაჭკორია, მომღერალი ზურაბ კობეშავიძე,  მსახიობი ბესო ბერულაშვილი

სატელეფონო ჩართვა: მომღერლები ზურა დოიჯაშვილი და გიორგი სუხიტაშვილი, ექიმი მერაბ ქაცარავა.

წამყვანები: თამარ დადიანიძე და ეკა ტალახაძე.