წიგნის დრო - სელინი - მწერალი, რომელსაც დანდობა არ აქვს
წიგნის დრო - სელინი - მწერალი, რომელსაც დანდობა არ აქვს

ლუი ფერდინანდ სელინი ფრანგი ავტორია. ფრანგი, რომელიც საფრანგეთში არ უყვარდათ. არც ახლა უყვართ, მგონი. ამ გადაცემაში მის რომანზე ვსაუბრობთ – „მოგზაურობა ღამის დასალიერში“. წიგნზე, რომელიც შორი გზით გვატარებს, ხან ომში წაგვიყვანს, ხან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოგვახვედრებს და ხანაც ოკეანის მიღმა, შეერთებულ შტატებში ამოგვაყოფინებს თავს. ქალაქებსა და ადგილებს, რომლებიც ჩვენ აღგვაფრთოვანებს, სელინის პერსონაჟები სულ სხვანაირად ხედავენ. ზოგიერთი ამბობს, რომ სწორედ ასეთია ნამდვილი სამყარო და სელინი ფერადოვნებისგან ცლის მას. შეიძლება ამიტომაც არ უყვართ ავტორიო. მედეა იმერლიშვილს ბევრი აქვს ნაფიქრი სელინის ამ რომანსა და მის პერსონაჟებზე. ის გულუხვად გვიჩვენებს საკუთარ თვალთახედვას და სწყინს კიდეც, რომ გადაცემა სულ 25 წუთს გრძელდება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: