წიგნის დრო - რასაცა გასცემ შენია
წიგნის დრო - რასაცა გასცემ შენია

„გაეცი და მიიღე“ – ასე ჰქვია ადამ გრანტის წიგნს, რომელიც მხატვრულ ლიტერატურას არ განეკუთვნება. ეს წიგნი ქართულ ენაზე თარგმნილი არ არის, მაგრამ რომ იყოს, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ალბათ მთარგმნელი და გამომცემელი შოთა რუსთველისეულ სათაურს მოარგებდნენ – „რასაცა გასცემ შენია“. ამ ტექსტში, რომელიც უამრავ რეალურ მაგალითს აერთიანებს, თვალნათლივ ჩანს ინფორმაციის, ცოდნის, არამატერიალური თუ მატერიალური სიკეთეების თვის დამახასიათებელი ბუმერანგის ეფექტი. ამ გადაცემაში სწორედ ადამ გრანტის წიგნს წარმოგვიდგენს მირიან ჯუღელი – კომუნიკაციების სპეციალისტი, მარკეტერი და „მირიან ჯუღელის შოუს“ ავტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: