წიგნის დრო - „პულოვერში“ - დოკუმენტური პროზა
წიგნის დრო - „პულოვერში“ - დოკუმენტური პროზა

დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი, რომელზეც ამბობენ – „ისვრის იშვიათად, მაგრამ ძალიან ზუსტად.“

ამჯერადაც ძალიან ზუსტი აქცენტებია გაკეთებული ნესტან ნენე კვინიკაძის ახალ წიგნში. „პულოვერში“ არის დოკუმენტური ტექსტების კრებული.

მასში აღწერილია ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე პროცესები, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ძალიან ნაცნობია.

სტუმარი – ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: