წიგნის დრო - „ნუ გეშინიათ ბედნიერების. ის არ არსებობს“
წიგნის დრო - „ნუ გეშინიათ ბედნიერების. ის არ არსებობს“

მიშელ უელბეკის ტექსტები ბედნიერებისგან დაცლილია. ავტორი თავად გვაფრთხილებს ბედნიერების ნუ გეშინიათ, ის არ არსებობსო.

ის, ჩვეულებრივ ადამიანებზე გვიყვება ხოლმე, საშუალო ასაკის, რუტინული ცხოვრების მქონე მარტოხელა ტიპებზე, რომლებსაც კარგა ხანია სიყვარულზე ხელი აქვთ ჩაქნეული და როგორღაც ეს ცხოვრება ბოლომდე უნდა მიიყვანონ. თვითონვე ამბობს ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, როგორც წესი არაფერი ხდებაო.

უცნაურია, რატომ ვკითხულობთ თანამედროვე ადამიანები უელბეკს? რატომ გვიზიდავს ნაცრისფერი სამყარო, რომელსაც ის ასე ოსტატურად ხატავს? რატომ თანავუგრძნობთ მის პერსონაჟებს? ამ კითხვებზე პასუხს PR-ის სპეციალისტ კახა მაღრაძესთან ერთად ვეძებთ, რომელმაც ბოლოს „კუნძულის შესაძლებლობა“ წაიკითხა.

რომანი, რომელზეც ავტორი ამბობს, რომ საუკეთესოა მათ შორის, რაც კი ოდესმე დაუწერია.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: