წიგნის დრო - „მუჭში დამალული კენჭები“ - უახლესი ისტორიის არქივი
წიგნის დრო - „მუჭში დამალული კენჭები“ - უახლესი ისტორიის არქივი

დღეს ვისაუბრებთ არაჩვეულებრივ რეჟისორზე და ძალიან საინტერესო წიგნის „მუჭში დამალული კენჭები“ ავტორზე ზაზა ხალვაშზე.

სტუმრად გვყავს ზაზას შვილი ქეთუთა ხალვაში, რომელიც ამავდროულად არის გამომცემლობა „ინტელექტის“ გაყიდვების მენეჯერი.

წიგნის პირველი ნაწილი აერთიანებს ზაზა ხალვაშის ჩანაწერებს 2000-2004 წლის ჩათვლით, ხოლო მეორე ნაწილი გახლავთ სცენარები, მათ შორის სცენარები, რომელიც იქცა ფილმებად.

ზაზას ჩანაწერები გარკვეულ წილად, უახლესი ისტორიის არქივია, ვინაიდან ავტორი ბევრ ეკონომიკურ – სოციალურ – პოლიტიკურ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, განსაკუთრებით 2003 წლის ვარდების რევოლუციაზე.

აქ კარგად არის ნაჩვენები ეპოქების და პერიოდების ცვლილება, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: