წიგნის დრო - მეომარი უკრაინელი მწერალი
წიგნის დრო - მეომარი უკრაინელი მწერალი

სერჰი ჟადანი უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელია. ახლაც, ამ გადაცემის მიმდინარეობისას ის იბრძვის არა მხოლოდ სიტყვით, არამედ იარაღითაც – ხარკოვშია და საკუთარი ქალაქის დაცვას ცდილობს.

მისი შთამბეჭდავი, გამორჩეულად მკვეთრი ლიტერატურული ენის გარდა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიამ ის ნობელის პრემიაზე წარადგინა.

ამ გადაცემაში მთარგმნელ მაია თარგამაძესთან ერთად ვსაუბრობთ სერჰი ჟადანის 2017 წელს გამოცემულ ტექსტზე „ინტერნატი“, რომელშიც ავტორი მთავარ პერსონაჟთან – პაშასთან ერთად დადის ომისა და სიკვდილის კვალდაკვალ, გვიამბობს შემზარავ, თუმცა ნამდვილ ისტორიებს და ცდილობს, რომ მთავარმა გმირმა არათუ ადამიანობა არ დაკარგოს, არამედ საუკეთესო ადამიანად იქცეს.

სტუმარი – მაია თარგამაძე, მთარგმნელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: