წიგნის დრო - ლიტერატურად ქცეული მითების მთხრობელი
წიგნის დრო - ლიტერატურად ქცეული მითების მთხრობელი

ნატო დავითაშვილმა წერა 2003 წელს დაიწყო. 2007 წელს გამოსცა პირველი წიგნი „ამბავი ლილე იროელისა“. სადღეისოდ ის საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად ითვლება ფენტეზის ჟანრში.

ნატო დავითაშვილის მიერ მოყოლილ ამბებს, მის მიერ შექმნილ და აღწერილ სამყაროებსა და ამ სამყაროებში მცხოვრებ პერსონაჟებს საინტერესოს ხდის არა მხოლოდ ავტორის ოსტატობა, ტექსტის დრამატურგია და ხელწერა, არამედ ისიც, რომ ნატო დავითაშვილის შემოქმედება საკუთრივ ქართულ მითოლოგიაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ეს ტექსტები არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებითაც ფასეულია.

გადაცემის სტუმარია მწერალი ნატო დავითაშვილი. ის გვიყვება ფენტეზის ჟანრზე, ქართულ მითოლოგიაზე, სამყაროებისა და პერსონაჟების გამოძერწვის პროცესსა და პედაგოგიურ საქმიანობაზე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: