წიგნის დრო - ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ - სტუმარი ლევან კაკლიანი
წიგნის დრო - ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ - სტუმარი ლევან კაკლიანი

დღევანდელ გადაცემაში კვლავაც ნობელის პრემიის ლაურეატებისკენ მივბრუნდითჯონ სტაინბეკის წიგნზე ვსაუბრობთ. რომანზე, რომელიც ავტორის შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ტექსტად მიიჩნევა.

ლევან კაკლიანი ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია, მიმდინარე ლიტერატურული პროცესის არცერთ მნიშვნელოვან ამბავს არ აკლდება და, ამასთანავე, თავადაც წერს. თან, კარგად. მან სასაუბროდ ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ აირჩია – რომანი, რომელზეც ბევრი ამბობს იგავიაო. იგავი დიდ დეპრესიაზე, როცა სტაბილური ურთიერთობა კი არა, სტაბილური სამსახურიც კი სანატრელია და ადამიანებს იმედებისა და უიმედობის ზღვარზე უწევთ ცხოვრება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: