წიგნის დრო - იმპერიების დამოკიდებულება ადამიანების მიმართ
წიგნის დრო - იმპერიების დამოკიდებულება ადამიანების მიმართ

დღეს ვსაუბრობთ ვარლამ შალამოვის წიგნზე „კოლიმური მოთხრობები“, რომლის მთარგმნელიც გახლავთ ქეთევან ტომარაძე.

ვარლამ შალამოვი, ძალზედ ტრაგიკული ბიოგრაფიის მქონე ადამიანი, თავის წიგნში ბრწყინვალედ აღწერს მსოფლიო იმპერიების წარმმართველი ძალების დამოკიდებულებას ადამიანური ყოფის მიმართ.

მისი ტექსტები განკუთვნილია ისეთი ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარის თავის შეცნობა, ვისაც აწვალებს კითხვები – რა არის ადამიანი, ვინ ვარ მე და რატომ მოვედი ამ ქვეყნად?

სტუმარი: ქეთევან ტომარაძე, მთარგმნელი, პუბლიცისტი, მწერალი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: