წიგნის დრო - ჟურნალისტ ნიკა ლობილაძის წიგნის დრო - მარიო პიუზოს რომანი „ნათლია“
წიგნის დრო - ჟურნალისტ ნიკა ლობილაძის წიგნის დრო - მარიო პიუზოს რომანი „ნათლია“

რომანი „ნათლია“ განწირულია იმისთვის, რომ მასში დატრიალებული ამბები ფრენსის ფორდ კოპოლას ეკრანიზაციიდან უფრო იციან, ვიდრე წიგნიდან. ასეთ რომანებს სხვებსაც ვიცნობთ, მაგრამ „ნათლია“ მაინც განსაკუთრებულია მათ შორის – ჰოლივუდისთვის და არა მხოლოდ. ნიკა ლობილაძე გვიყვება – რაში მდგომარეობდა მარიო პიუზოს კეთილი ჩანაფიქრი, შეასხა თუ არა ხორცი ამ ჩანაფიქრს და რა პრობლემები შეუქმნა მას საკუთარმა ტექსტმა.