წიგნის დრო - „დედის რძე“
წიგნის დრო - „დედის რძე“

თანამედროვე ლატვიელი მწერლის, ნორა იქსტენას რომანში დედის რძე მხოლოდ საკვებ ნივთიერებებსა და ვიტამინებს არ შეიცავს. მას შიშებიც ახლავს თან. ამიტომ ამბობს უარს დედა შვილის გამოკვებაზე.

„დედის რძე“ არაჩვეულებრივი და ამასთანავე სასტიკი რომანია, რომელიც შეულამაზებლად, გაუფერადებლად გვიყვება ორი პერსონაჟის ცხოვრებას, რომლებიც ერთმანეთისთვის უახლოესი ადამიანები არიან, მაგრამ არ გტოვებს განცდა, რომ მათი გზები არასოდეს გადაიკვეთება.

ქეთი თუთბერიძეს, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს ბევრი აქვს ნაფიქრი ამ რომანზე, მისი პერსონაჟების ბედსა და იმ თემებზე, რომლებიც წიგნში იშლება. ჩვენს გადაცემაში ის ამ აზრებს გვიზიარებს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: