წიგნის დრო - „ბრმა ბუ“ - ფრთხილად წასაკითხი წიგნი
წიგნის დრო - „ბრმა ბუ“ - ფრთხილად წასაკითხი წიგნი

ყველა წიგნს თავისი ბედი თუ უბედობა აქვს. „ბრმა ბუს“ ბედი ავტორის სამშობლოდან შორს, ერთ ასეულ ეგზემპლარად დაბეჭდვა, მერე სამშობლოში შავ ბაზარზე გავრცელება, ბოლოს კი ცენზურა იყო. თუმცა, დიდ ლიტერატურას წყალივით ძალა და მოხერხება აქვს – თავის გზას აუცილებლად ნახავს. სადეყ ჰედაიათი დიდი ავტორია, კლასიკოსი ოსტატი. ეს წიგნი კი საზოგადოებიდან გარიყული თუ საზოგადოებას გარიდებული ადამიანის ცნობიერების ნაკადია. ოღონდ, მკითხველს სიფრთხილე მართებს. ამ წიგნს შეუძლია თავის უღრანებში დიდხანს დატოვოს. გადაცემის სტუმარი მარიამო ჯანელიძეა – ჟურნალისტი და ლიტერატურის მიმომხილველი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: