ვიზალიბერალიზაცია - ახალი გამოწვევები და რისკები
ვიზალიბერალიზაცია - ახალი გამოწვევები და რისკები

საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან, საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს, – ამ თემაზე გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა.თათბირზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს. მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, დაეკისროს გარკვეული ტიპის სანქციები იმისთვის, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი და შევინარჩუნოთ ის დიდი წარმატება, რომელსაც ქვეყანამ დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია.
გადაცემაში განვიხილავთ ამ აქტუალურ პრობლემებს.
სტუმარი: ანა კაკუშაძე – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

სკაიპით ჩართვა: გერმანიიდან ჩაერთვება მიხეილ სარჯველაძე -კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი, შვედეთიდან – დიასპორის წარმომადგენელი ლელა კუხიანიძე.