ვიკინგების უკანასკნელი ლაშქრობა
ვიკინგების უკანასკნელი ლაშქრობა

„ვიკინგების უკანასკნელი ლაშქრობა“ – ასე ეწოდება პირველი არხის ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც მაყურებელი მაისში იხილავს. ფილმს მე-11 საუკუნის ისლანდიური საგა და 2004 წელს საქართველოში ჩატარებული ექსპედიცია დაედო საფუძვლად. საგაში აღწერილია შვედი ვიკინგის, ინგვარის მოგზაურობა და მისი გარდაცვალება არკლანდის (კასპიისპირეთის) მხარეში. ექსპედიციამ, რომელსაც მატს გ. ლარსონი ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვიკინგები საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდნენ.

სიუჟეტის რესპონდენტები: შალვა შენგელი – ფილმის რეჟისორი, კონსტანტინე ქავთარაძე – იდეის ავტორი, გიორგი ვაწაძე – ოპერატორი, ინგვარის როლის შემსრულებელი, მატს ლარსონი – მეცნიერი.

სტუმარი: ბიძინა მაყაშვილი – ფილმის სცენარის ავტორი.