თუ კი...  ანუ კიდევ ერთი მისტიფიკაცია თემაზე -  სიყვარული...    სიყვარული და სენტიმენტალური დონ ჟუანი
თუ კი... ანუ კიდევ ერთი მისტიფიკაცია თემაზე - სიყვარული... სიყვარული და სენტიმენტალური დონ ჟუანი

პოსტმოდერნისტულ ეპოქაში ხშირად კლასიკური ნაწარმოებების  და მათი გმირების  სხვადასხვა განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ვხვდებით. მთავარია „ფანტაზია“, აბა „ფანტაზიის“ გარეშე წარმოუდგენელია ბაიკერი რომეო, გესტაპოს ოფიცერი კლავდიუსი, ოტელო რომელიც  ვენებს კბილებით იგლეჯს და ისე იკლავს თავს, კომედიური მსახიობის მიერ შესრულებული ღიპიანი ჰამლეტი, გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი კარმენი  და კიდევ, კიდევ უამრავი „სიახლე“, მათ შორის სენტიმენტალური  დონ ჟუანი, დიახ, სენტიმენტალური, მეოცნებე დონ ჟუანი, რომელიც…

ჩვენი მინი რადიოპიესის ავტორებმა გაითვალისწინეს თანამედროვეობის მოთხოვნები და რეტროგრადებდ რომ არ შეერაცხად   გადაწყვიტეს მოეთხროთ იმის შესახებ თუ რა მოხდებოდა დონ ჟუანს კარმენი რომ ეხილა და რომ გაემართლებინათ თავიანთი ჩანაფიქრი, მათ ფანტაზიას ბიძგი მისცა,თავისი დროის თეატრის დიდი რეფორმატორის    სტანისლავსკის სისტემაში არაერთხელ გაჟღერებულმა მაგიურმა სიტყვამ „თუ კიმ“.

„თუ კი“ დონ ჟუანი კარმენს ნახავდა როგორ მოიქცეოდა ის?   ამ ამოცანის გადაჭრა კი პროსპერ მერიმეს ტექსტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა,  სწორედ  პროსპერ მერიმეს კარმენთან შეხვედრაზე ოცნებობს  დონ ჟუანი და ასევე აღუწერს კარმენს ლეპორელოს. ფრაზების აღრევას პუშკინის „ქვის სტუმარიდან“,  „კარმენისა“ და „დონ ჟუანის“ ლიბრეტოებიდან თანამედროვე ტექსტებთან, პოსტმოდერნისტულ სიბრტეში გადაყავს ამ  მინი პიესის ტექსტი.

ხოლო მოცარტისა და ბიზეს გენიალური მუსიკა, რომლებსაც დროდადრო ენაცვლება თანამედროვე პოპულარული მუსიკა, ამ მცირე ზომის რადიო ფანტაზიას ან შეიძლება რადიოხუმრობას გარკვეულ ხიბლს მატებს.

P.S. გულუბრყვილო ფინალი, რომ სამყაროს გადაარჩენს მხოლოდ სიყვარული, ავტორების ოცნებაა და მათი სურვილი რომ დონ ჟუანსაც ასე ეფიქრა.

მინი რადიოპიესის ავტორი და რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი

ხმის რეჟისორი – ბაკო ხვიჩია

მონაწილეობენ: ზურაბ ყიფშიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ლევან ბერიკაშვილი, ანდრია ვაჭრიძე

საქართველოს რადიო 2017 წელი